გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ საყოველთაო ნათლობა გაიმართება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხვალ 797 ბავშვს მონათლავს. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება. ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ უწმინდესი ნათლულებს დალოცავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილის ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ხდება.