დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივეს

დიდმა ოცეულმა რუსეთს სანქციები ნახევარი წლით გაუხანგრძლივა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებმა თურქეთში მიიღეს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციების გახანგრძლივების საკითხი ევრო-ლიდერებმა სამიტის დასასრულს განიხილეს. მათ შორის იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდი ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სამიტს არ ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები