“პოზიცია“ აზერბაიჯანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში აქტიურად ჩაერთო

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია“ აზერბაიჯანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში აქტიურად ჩაერთო.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, “პოზიციის” წარმომადგენელი მიმდინარე დღეებში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს სახელწოდებით, “აზერბაიჯანის ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელი”, დაესწრო, სადაც 13 ქვეყნიდან მოწვეულმა ახალგაზრდა ლიდერებმა ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელები განიხილეს და არსებული მიდგომების დახვეწაზე ისაუბრეს.
ა/ო ,,პოზიციის“ წარმომადგენელმა ქ.ბაქოსა და ისმაილში შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც შეხვდა მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აზერბაიჯანული ფონდების წარმომადგენლებს. გაეცნო მათ საქმიანობას და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ფორუმის სლოგანს წარმოადგენდა “აქტიური ახალგაზრდული ჩართულობის მიღწევა“. ფორუმი ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალგაზრდული ფონდის დაფინანსებითა და აზერბაიჯანის რესუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აზერბაიჯანის დემოკრატიული სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის (ADSAYO-ის) მიერ და მის ფარგლებში ხელი მოეწერა ისმაილის დეკლარაციას, რაც წარმოადგენს ახალი ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას, ფორუმზე მიწვეული ორგანიზაციების შემდგომ ურთერთთანამშრომლობასა და ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები