ბერნარდ კუშნერი: საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება დაიწყო

„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარდ კუშნერმა გლობალურ კონფერენციაზე “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” სიტყვით გამოსვლისას საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა რეფორმები შეაფასა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
„ბოლო წლები ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ვფიქრობ, ასევე აუცილებელია დასახული მიზნების გაზიარება და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უმნიშვნელოვანესი იყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი პროგრამის განხორციელება დაიწყო,“ – განაცხადა ბერნარ კუშნერმა.
მანვე სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გლობალური კონფერენცია – „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები