“ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს თქვენ ფიზიკურად ცოცხლები ხართ”

სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს თქვენ ფიზიკურად ცოცხლები ხართ, – ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკრებულოს წევრმა ია მაკასარაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.
საკრებულოს წევრებმა მერიის ბიუჯეტის პროექტი არ მოიწონეს და ის კორექტირებისთვის უკან დედაქალაქის მთავრობას დაუბრუნეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში უმრავლესობის მოსაზრებები ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის სურვილებს, რასაც სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს თქვენ ფიზიკურად ცოცხლები ხართ, იმიტომ, რომ აქამდე ხალხი ლინჩის წესით გაგასამართლებდათ, რომ არა იმ კაცის დემოკრატობა. იმ კაცის გადარჩენილები ხართ თქვენ. მე აბსოლუტურად ვიზიარებ კოლეგების აზრს. ჩვენ ვმუშაობთ, შევიტანთ კორექტივებს და სწორედ ისეთი ბიუჯეტი შემოვა, როგორიც ეკადრება ჩვენს ქალაქს და სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა ია მაკასარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები