გიორგი მარგველაშვილი პასკუალე ვალენტინს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს პასკუალე ვალენტინს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა სან-მარინოს რესპუბლიკის პრეზიდენტს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და იმ პოტენციალზე იმსჯელეს, რომელიც არსებობს ტურიზმის, კულტურული ურთიერთობებისა და საბანკო სექტორის მიმართულებით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით იძლევა.
მხარეებმა შეხვედრაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის და „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის საკითხები და ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები