“საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” ხვალ სენაკის მოსახლეობისთვის სამედიცინო -პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს
ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” ხვალ სენაკის მოსახლეობისთვის სამედიცინო – პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაატარებს.
როგორც Frontnews-ს ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” პრეზიდენტმა დალილა ხორავამ განუცხადა, სენაკში 18-კაციანი ჯგუფი მიემგზავრება, რომელიც ხვალ მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს. განსაკუთრებული ყურადღება ქალებისა და ბავშვების გამოკვლევებზე გამახვილდება.
მისივე თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან ვიწრო პროფილის სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივებს საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებს გაუწევენ.
როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, სენაკში 200 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება. საქველმოქმედო აქცია „MSI – საქართველოსთან ერთად “განხორციელდება.