გურიაში სახერხი საამქროს რეგლამენტის პირობების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილების თანამშრომლებმა სახერხი საამქროს რეგლამენტის პირობების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენში აღმოჩენილი იქნა სახერხი საამქრო, რომელიც რეგისტრირებული არ არის მერქნული რესურსების ელექტრონულ სისტემაში. შედგენილია შესაბამისი ოქმი.