„თი-ბი-სი გალერეა“ „გამოფენა N1“-ს უმასპინძლებს
დღეს, 18:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეა“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრების გამოფენას, „გამოფენა N1“ უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე ახალგაზრდა ხელოვანების 20-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკების, ინსტალაციისა და ასამბლაჟის დეტალები.