ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად მთავარი რედაქტორი და სამი კარიკატურისტი დაიღუპა

პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის დროს მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი დაიღუპა.
როგორც “ბი-ბი-სი” იუწყება, ორი თავდამსხმელი “კალაშნიკოვებით” იყო შეიარაღებული და მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.
საფრანგეთის დედაქალაქში სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები