თედო ჯაფარიძე: ემისრები ბრიუსელში დადიან და საუბრობენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ

ემისრები ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში დადიან და საუბრების დროს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ხშირად ლაპარაკობენ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირს სთხოვენ, საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მისცენ.
“რა ლექსების ციტირება მოახდინა მიხეილ მაჭავარიანმა, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს კოლეგებს ამ თემაზე ჩემთანაც ბევრი უსაუბრიათ. მათი მხრიდან ადგილი აქვს კონფრონტაციული ტონსა და დაპირისპირებას და ვინც საერთაშორისო ღონისძიებებზე იმყოფება მათ არ ესმით, საქართველოს წარმომადგენლებს შორის საუბარი რაზე მიდის. იმას არ გეტყვით, ეს ინფორმაცია ვისგან მომისმენია, მაგრამ ემისრები ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში დადიან და საუბრების დროს ამ თემაზე ხშირად ლაპარაკობენ. არ ვიცი, “ნაციონალებს” რა ფიზიკური თუ პოლიტიკური წონა აქვთ, მაგრამ ამ თემებზე საუბარი ჩემთანაც ყოფილა. ალბათ, მათ თავიანთი გეგმა აქვთ”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები