გრიგორი კარასინი: უწინდებურად ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე
“უწინდებურად ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე”,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც კარასინმა აღნიშნა, ამ მხრივ საკითხი მარტივად არ დგას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო. მისივე თქმით, რუსეთს სურს, აღნიშნულმა მოვლენებმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას გვერდი აუაროს.
“უწინდებურად ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, თუმცა საკითხი მარტივად არ დგას იმ მოვლენების გამო, რომელიც ახლა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთშია. გვინდა, რომ ამ პროცესებმა გვერდი აუაროს ჩვენი და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას. თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ თემებზე და ნამდვილად შეგვიძლია რაღაც საკითხები გადავჭრათ ამ სფეროში. გარდა ამისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში გააქტიურდა კონტაქტები ჩვენს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. მათ შორის სტუდენტურ ორგანიზაციებსა და მეცნიერებს შორის, რაც ძალიან კარგია, რადგან ხალხს საშუალება აქვს, განიხილოს ყველა ის საკითხი, მათ შორის რთულიც, რომლებსაც არ გავურბივართ გასაგები მიზეზების გამო”,-განაცხადა კარასინმა.