ზურაბ აბაშიძე: მსმენია რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე

რუსეთ-საქართველოს საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებასთან დაკავშირებით რუსული მხარე მუშაობს.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთი ამის თაობაზე მუშაობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე განსაკუთრებულ აქცენტირებას არ აკეთებს.
“მეც მსმენია ამის თაობაზე, რომ ისინი ამ საკითხზე მუშაობენ. თითქოს გადაწყვეტილებაც არის მიღებული. ჩვენ მოვუხსენით რუსეთის მოქალაქეებს 2011 წელს სავიზო მოთხოვნა. წელს კიდევ უფრო გამარტივდა საქართველოში ჩამოსვლის პროცესი, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ახლა მათი გადასაწყვეტია, თუ აქვთ ნება, სურვილი, გაამარტივებენ. ამაზე განსაკუთრებულ აქცენტირებას, პედალირებას ჩვენ არ ვახდენთ”,-განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები