გამსახურდიას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გამზირის N23ა-ში საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას დღეს თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ გააცნო.
“ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ასევე, კერძო კომპანიის ინტერესების გადაწყვეტილებით, რომ აღნიშნულ ადგილას არ აშენდება საცხოვრებელი კორპუსი და, ნაცვლად კორპუსისა, აქ იქნება მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი”, – განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და შპს „ელზუროს“ საკუთრებაში გადაეცემა თბილისში, გორგასლის ქ. N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში მდებარე 3 461 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. გორგასლის ქ.N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტრომ გადმოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები