სპექტაკლ „მზის სხივის“ საქველმოქმედო ჩვენება გაიმართება
კვირას, 22 ნოემბერს, 12:00 და 14:00 საათზე რეჟისორის, სცენოგრაფისა და თოჯინების მხატვრის – ვახტანგ ქორიძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლ „მზის სხივს“ წარმოადგენს. ბილეთებიდან შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.