სცენაზე წარმოდგენილი "ნგრევოლუცია" და ,,ფიროსმანამდე“ გავლილი გზა

  თეატრი ბავშვობიდან უყვარდა. შემდეგ, როცა ამ საქმეს სერიოზულად დაეუფლა, ეს ,,სენიბავშვებს უკვე მანგადასდო. დღეს რეჟისურის სწავლებას სანკტპეტერურგის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში აგრძელებს. სხვადასხვა თეატრის სცენზე დადგა ბევრი სპექტაკლი: “რჩეული“, “სალამურა“, “ბედნიერი ერი“, “ნგრევოლუცია“, “..ბესლანი“, “წითელი ზოლი“, “ცირკი“, “ბახტრიონი“, “ფიროსმანიდა სხვ.
იცნობდეთ,- რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი.

რუბრიკას ჰქვია პეროსონა. თუკი საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავთ, რას იტყოდით ლაშა გოგნიაშვილის პერსონაზე?
– თავის საქმეზე შეყვარებული, გონიერი, მომავლის იმედით ანთებული, სამშობლოს ბედ-იღბალზე მოფიქრალი, ადამიანის მოყვარული, ოჯახური ბედნიერებით სავსე. აი, მას გერმანიაში რომ ეცხოვრა და იგივე ეკეთებინა, რასაც აქ აკეთებს, ალბათ მატერიალურად ძალიან კარგად იქნებოდა და ბევრ კარგ საქმეს განახორციელებდა. კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, ერთდროულად – დარდიანიც არის და ხალსიანიც. ვფიქრობ, პიროვნება საინტერესო უნდა იყოს…
ყველაფერი მაინცარტოს ბაღშიდაიწყოგაიხსენეთ პირველი სცენა და სპექტაკლი10008629_719048494792982_2050184141_n
– თეატრი მაგიურად მიზიდავდა ბავშვობიდან… 1988 წელს, როგორც მოსწავლე, “არტოს ბაღში“ არსებულ ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში აღმოვჩნდი. იქ მოზარდთა თეატრალური სტუდია არსებობდა, რომელსაც ბატონი გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა. ჩემი პირველი სპექტაკლი, რომელშიც ვითამაშე, ეს იყო ა.სულაკაურის “სალამურა”, სადაც მჭედელის როლს ვთამაშობდი. ხოლო, როგორც რეჟისორი, იქ 1995 წელს მივედი. მახსოვს, სამსახიობო სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, სადიპლომო სპექტაკლს ვდგამდით (ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე იყო) და იქ დეკორაციის სათხოვნელად მივედი. მაშინ დირექტორი ქალბატონი ნათელა ჯიღაური იყო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე “არტოს ბაღში“ დავრჩი. მან გამომკითხა, თუ რას ვაკეთებდი და ვაპირებდი. როცა გეგმების შესახებ მოვუყევი, მერე შემომთავაზა: აქ ხომ არ ჩამოაყალიბებ მოზარდთა თეატრალურ სტუდიასო, მეც დავთანხმდი და  იქ ჩემი 18 წლის მუშაობის მანძილზე არასოდეს მინანია. პირიქით, ეს ჩემთვის ბედმიერი წლები იყო. ჩემს პირველ სპექტაკლს „არტოში“ ერქვა: “ნუ იტყვით ჩვენზე” და ის ი.გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით იყო. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, მრავალ ბავშვს შევყარე თეატრის სიყვარულის სენი, მათგან ბევრმა მსახიობობა პროფესიად გაიხადა და სწავლას უკვე ქვეყნის გარეთ – სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ აკადემიაში აგრძელებენ.
ბატონო ლაშა, დღეს თქვენ საკუთარი სტუდია ,,თეატრალი გაქვთ, სადაც მოზარდებს თეატრალურ ხელოვნებას აზიარებთ... რა არის მნიშვნელოვანი მათთან მუშაობის დროს? -კი, “თეატრალი” ჩემი შექმნილი თეატრალური სიცოცხლეა, სადაც მოზარდები სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებიან, თეატრი სინთეზური ხელოვნებაა, რომელიც უამრავ ფაქტორს მოიცავს – როგორც ცხოვრებისეულს, ასევე ფსიქოლოგიურს და არამიწიერს და ამ ყველაფერს ერთად ეზიარებიან. ისინი შენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არა მარტო გონებით, არამედ სულითა და სხეულითაც შეიგრძნობენ. აი, მაშინ კი იქ არსებული ენერგიის ძალს ვერ აგიწერთ, ყველანი დროის შეგრძნებას ვკარგავთ და ისე მალე გადის ხოლმე სარეპეტიციო დრო, – 3 საათი, რომ ვერც კი ვიგებთ… მათთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს.
ერთი სპექტაკლზე ფრანგ რეჟისორთან ერთად მოგიწიათ მუშაობა...
– ჯამელ მამუდი საფრანგეთში მცხოვრები რეჟისორია, რომელიც ასევე მსახიობის რანგშიც დგას ხოლმე სცენაზე. ჩვენი შეხვედრა მოხდა თბილისში, ფრანგულენოვანი სპექტაკლების ფესტივალზე და მას შემდეგ ჩვენ უკვე 15 წელია ვთანამშრომლობთ. ამ ხნის მანძილზე საქართველოსა თუ საფრანგეთში ერთად ბევრი პროექტი განვახორციელეთ: მათ შორისაა: სპექტაკლები და ფესტივალები. დღესაც ახალ პროექტზე ვმუშაობთ. იმედია, ისიც წარმატებული იქნება.
ბატონო ლაშა, ამჟამად სანკტ პეტერბურგის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის ბაკალავრიაზე სწავლობთ, რატომ გადაწყვიტე ამ ქალაქში სწავლის გაგრძელება?10002745_719048578126307_173014752_n
– პეტერბურგში სწავლის დაწყების დროს საქართველოში რუსეთის საელჩო არსებობდა. მე მათთან სპექტაკლის მოსაწვევი მივიტანე, კულტურის ატაშე შემხვდა და გამომესაუბრა, ამის შემდეგ დავმეგობრდით და თუ რაიმე კულტურული ღონისძიება იმართებოდა რუსეთის საელჩოს მხრიდან, სულ მპატიჟებდა, მე ჩემს სპექტაკლებზე ვპატიჟებდი. ერთხელაც მკითხა: ასპირანტურაში სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით რუსეთში თუ გააგრძელებდიო, უარი არ მითქვამს. მოკლედ რამდენიმე თვის მერე დამირეკა და მითხრა, რომ სანკტ-პეტერბურგის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო აკადემიამ რეჟისურის განხრით ასპირანტურაში მიმიღო.
გაიხსენეთ, როგორ მიგიღეს აკადემიაში, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თქვენს მიმართ?
– ადგილობრივებმა დიდი სიყვარული მიმიღეს. ვინც კი შემხვდა, ყველა კაბინეტიდან კაბინეტში დამატარებდა და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ქართველიაო. საქმე ისაა, რომ ბოლოს 15 წლის მანძილზე ამ აკადემიაში არც ერთი ქართველი აღარ სწავლობდა. საბჭოთა კავშირის მერე მე ვიყავი პირველი, ვინც იქ მივიდა. ამას მერე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მოჰყვა და მას მერე მათთან ყველანაირი კავშირი გაწყდა. 2010 წელს კი ჩემს სახლში ტელეფონის ზარი გაისმა და აკადემიიდან მირეკავდნენ. მითხრეს, რომ მიუხედავად პოლიტიკური სიტუაციისა, ეს პროექტი არ გაჩერებულა და მე სწავლას ჩვეულებრივად ვაგრძელებდი. ამის მერე რამდენჯერმე ვესტუმრე პეტერბურგს, ჩემი პედაგოგები არიან: ვინიამინ ფილშტინსკი (რეჟისურის პრაქტიკაში). ეს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა არა მარტო აკადემიაში, არამედ რუსულ თეატრში და ნიკოლაი პესოჩინსკი (თეორიაში) – ისიც ერთ-ერთი ძლიერი თეატრმცოდნეა. წელს დავიცავ დისერტაციას, რომლის თემაც იქნება: “ახალგაზრდა მსახიობის ჩამოყალიბების პროცესი პროფესიონალურ თეატრში”.
ვიცი, რომ ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება გელოდებათ
– 2013 წლის დეკემბერში ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრატულ თეატრში დავდგი ევგენი შვარცის “კონკია”. “თეატრში ათონელზე” (ფრანგ რეჟისორთან ერთად) “მზარეული მგელი-ზამთრის რეცეპტი”. ველისციხის ვანო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრში აღვადგინე ჩემ მიერ დადგმული სპექტაკლი “ფიროსმანი”. მოზარდებთან “თეატრალში” უნდა აღვადგინო “ბახტრიონი”. მომავალში სიღნაღში ვაპირებ მოზარდთა თეატრალური ფესტივალის ჩატარებას და ამ საქმეზე ვარ გადართული. ამ ეტაპზე სპონსორს ვეძებ, ასევე ვემზადები გასტროლისთვის საბერძნეთში, სადაც სპექტაკლი “ფიროსმანი” მიგვაქვს და ა.შ.
ქართველი დრამატურგებიდან ვისთან თანამშრომლობთ და მეგობრობთ?975489_719048664792965_1480105903_n
– ქართველი დრამატურგებიდან ვისთანაც ვმეგობრობ და ვისი პიესებიც გამიცოცხლებია სცენაზე ეს,- ბატონი თამაზ მეტრეველია. იგი ძალიან კარგი ადამიანი, მეგობარი და დრამატურგია. მე მისი “შეშლილი, შეშლილი ახალი წელი დავდგი” და ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ ამ პიესის დადგმაზე. სხვა დრამატურგებს რაც შეეხებათ, სცენაზე გამიცოცხლებია ვასილ ნიკოლაძის, გიორგი ხუხაშვილის, არჩილ სულაკაურის, ლოთარის, გერგარდ ჰაუპტმანის, უილიამ შექსპირის პიესები.
რა არის თქვენთვის მთავარი, როცა სპექტაკლზე მუშაობთ და რა რჩევას აძლევთ ახალბედა მსახიობებს?
– მთავარი ალბათ ისაა, თუ ვინ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ პიესას, როგორ მოიაზრებს მას და ცდილობს, საინტერესო ეძიოს მის გმირსა თუ პარტნიორში. ქართველი მსახიობები თავის როლს ცოტა არ იყოს ზედაპირულად უყურებენ. არადა, მსახიობი როლზე მარტო რეპეტიიციის დროს კი არა, გამუდმებით უნდა ფიქრობდეს. მე მიყვარს მუშაობა, მაგრამ მარტო რეჟისორი ხომ არ დგამს სპექტაკლს, ეს გუნდური შემოქმედებაა, მაგრამ ბოლოს მაინც მსახიობი უნდა იდგეს სცენაზე. ახალბედა მსახიობებს კი ვურჩევდი, რომ ნაკლები ამბიცია ჰქონდეთ და საკუთარ თავზე მეტი იმუშაონ.
ფრაზა თქვენი რომელიმე სპექტაკლიდან, რომელსაც ცხოვრებაშიც ხშირად იხსენებთ?
– ეს ფრაზა “ფიროსმანიდანაა“: “სიცოცხლე ლამაზია ნათლიმამ, ერთხელ თვალებს დავხუჭავთ და ყველაფერი სიზმარივით გაქრება“!..

                                                                                                                                                           თეონა გოგნიაშვილი 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები