ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას მართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობს. სხდომას საბჭოს წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან. კერძოდ, მასში მონაწილეობენ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები