თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.
ელექტრომომარაგება 18 ნოემბერს დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონში.
ელექტრომომარაგება 18 ნოემბერს დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონში.
კერძოდ, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თიანეთის, გუდამაყარის, ხორნაბუჯის, ჩარგლის, ტიბაანის, გარეჯელის, ზიგზაგის, გლინკას, რატევანის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, შენგელაიას, ბოგვის, მუხრანის, ქვიშხეთის, ქსნის, არბოს, ვარდისუბნის, ინწკირველის, ჩოდრიშვილის, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, უიარაღოს, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონისა და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.