თინა ხიდაშელი: ქვეყნის მთავარსარდალი სადაც დამიძახებს, იქ ვიქნები
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება, რადგან ამ პერიოდში 5 საგარეო ვიზიტი აქვს დაგეგმილი და 3 დეკემბრამდე საქართველოში არ იქნება.
„შეხვედრაზე ვისაუბრებთ საფრთხეების ანალიზზე, რაც ამ პარტნიორობის რეჟიმში მყოფ ქართულ სახელმწიფოს და ჩვენს რეგიონს შეიძლება ემუქრებოდეს. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, მე მივიღე შეტყობინება კონკრეტული თარიღებით სხდომის გამართვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, 3 დეკემბრამდე მე საქართველოში არ ვიქნები. მე თავდაცვის მინისტრი ვარ და ქვეყნის მთავარსარდალი სადაც დამიძახებს, იქ ვიქნები. უბრალოდ, 3 დეკემბრამდე ფიზიკურად არ ვიქნები, 5 ვიზიტი მაქვს ერთმანეთის მიყოლებით“, – აცხადებს ხიდაშელი.
ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაინიშნა, თუმცა როდის გაიმართება სხდომა ამ ეტაპზე უცნობია.