რა ინფორმაციას არ აწვდის მერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს?

  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თბილისის მერიას განცხადებით მიმართა, გამგეობებიდან დროულად მიაწოდონ იმ პასუხისმგებელ პირთა სია, ვინც სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ჩაიბარებს და დარიგების პროცესს უზრუნველყოფს.
აღნიშნულ განცხადებაში სამინისტრო განმარტავს, რომ როგორც კი გამგეობიდან ასეთი პირების სია მიეწოდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოპერატიულად უზრუნველყოფს ბარათების გაცემას და, შემოერთებული სოფლების მოსახლეობა შეუფერხებლად ჩაერთვება „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“.
„კვირა“ თბილისის მერიას დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა. როგორც პრესამსახურში აცხადებენ, მერია აღნიშნულ თემასთან დაკავშრებით განცხადებას ამ კვირაში გაავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელება დაიგეგმა ქ.თბილისის საზღვრებში მოქცეულ იმ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებიდან ქ.თბილისის შემადგენლობაში გადმოვიდა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 5 მარტს წერილობით მიმართა თბილისის მერიას, მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ ფერმერების შესახებ, რომლებიც „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარებად ჩაითვლებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამგეობებიდან წერილობით მოითხოვა, 10 მარტამდე ინფორმაციის მიწოდება იმ პასუხისმგებელი პირების შესახებ, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მიღება-ჩაბარების აქტებით გადასცემდა სასოფლო-სამეურნეო ბარათებს, სპეციალურ ბეჭედს, გააცნობდა ბარათების დარიგების წესს და ჩაუტარებდა შესაბამის ინსტრუქტაჟს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის მერიას, განისაზღვრონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რათა საგაზაფხულო საუშაოების ჩატარება თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობისთვის აგროვადების დაცვით განხორციელდეს. სახელმწიფო 2014 წელს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ქ.თბილისის საზღვრებში მოქცეული 17 სოფლის ბენეფიციარს დაეხმარება“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები