გაეროს გენერალური მდივანი სერგეი ლავროვსა და ჯონ ქერის მიმართავს

პარიზში მომხდარი თავდასხმები გვიჩვენებს, რომ ტერორიზმმა მოქმედებები დიდი მასშტაბებით დაიწყო – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა “დიდი ოცეულის” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობს.
მან იმედი გამოთქვა,რომ “ოცეულის” ლიდერები ტერორიზმის საფრთხის წინაშე ერთიანები იქნებიან.
“განსაკუთრებით მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის, რათა მათ დააჩქარონ ურთიერთქმედება სირიის პრობლემასთან მიმართებაში. ახლა დადგა ის დრო, როდესაც მათ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ კოლექტიურად უნდა იმოქმედონ. საჩქაროდ უნდა გამოინახოს სირიის პრობლემის გადაჭრის გზები და დასრულდეს ძალადობა”, – აღნიშნა პან გი მუნმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები