გიორგი გრიგალაშვილი უკრაინის პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გრიგალაშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია “სეგოდნია.უა” ავრცელებს.
გიორგი გრიგალაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი უკვე მოაწერა.
“თქვენ განახორციელეთ საქართველოში სამართალდამცავი სისტემის რეფორმის დემონსტრირება და იგივე უნდა განახორციელოთ უკრაინაშიც. იმედს ვამყარებ თქვენს პროფესიონალიზმსა და წესიერებაზე”, – განაცხადა პოროშენკომ გრიგალაშვილის მისამართით.
შეგახსენებთ, რომ 2006-2012 გიორგი გრიგალაშვილი საქართველოს საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები