რა გახდა საფრანგეთში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი – სპეციალისტებს დასკვნების გაკეთება უჭირთ

საფრანგეთში 14 ნოემბერს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ამ დრომზე უცნობია. დადგენილია, რომ ავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საფრანგეთის რკინიგზის ნაციონალური კომპანიის პრეზიდენტის გიომ პელის განცხადებით, კატასტროფა უპრეცენდენტო იყო და მათ „წარმოუდგენელი შოკი“ მიიღეს.
სასწავლო ჩქაროსნული მატარებელი სატესტო რეჟიმში მოძრაობდა და არაკომერციულ რეისს ასრულებდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მატარებელი რელსებიდან მაშინ გადავიდა, როდესაც ის ხიდზე მოძრაობდა. ვაგონების ნაწილი მდინარეში ჩავარდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, თუმცა სპეციალისტებს ამ ეტაპზე დასკვნა  არ გამოუქვეყნებიათ.
სარკინიგზო კატასტროფის დროს მატარებელში ეკიპაჟის 49 წევრი იმყოფებოდა. 11 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ნაწილმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო და მათ ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები