“ბატაკლანზე” თავდასხმისას Eagles of Death Metal-ის გაყიდვების მენეჯერი დაიღუპა – ფოტოკოლაჟი

როკ-ჯგუფ Eagles of Death Metal-ის გაყიდვების მენეჯერი ბრიტანელი ნიკ ალექსანდერი პარიზში, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე“ თავდასხმის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. ნიკ ალექსანდერი 36 წლის იყო.
„ის გარდაიცვალა იმ საქმის კეთების დროს, რომელიც ძალიან უყვარდა. ნიკი არამხოლოდ ჩვენი ძმა, შვილი და ბიძა იყო, არამედ ყველასთვის სამაგალითო და საყვარელი მეგობარი – გულუხვი, მხიარული და ერთგული“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გარდაცვლილის ნათესავებმა გაავრცელეს.
ნიკის მეგობრებმა სპეციალური საიტი და ფონდი შექმნეს, სადაც მის სახელზე სოლიდური თანხა უკვე შეგროვდა. საიტის ჩაშვებიდან სულ მალე, ფონდში 27 ათას დოლარზე მეტი გადაირიცხა, სულ რაღაც 7 საათში შემოწირულობის სახით ანგარიშზე თანხა 590-მა პირმა გადარიცხა.

Nick-Alexander

nick-alexander-600

UNILAD-nick-alexander-76638-thumb22825

UNILAD-12246884_10206922832081668_7351791755914757379_n86417

paris-polina-volko_3501222b

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები