ტერაქტების სერიამდე დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა

13 ნოემბრის ტერაქტების სერიამდე ორი დღით ადრე, დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ ერთ-ერთ მიკრობლოგზე გამოქვეყნდა. ინფორმაცია „ტვიტერის“ მომხმარებლის PZFeed Ebooks-ის სახელით გავრცელდა და ტექსტი შემდეგი შინაარსის იყო: „პარიზის ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა, დაჭრილია – 270 ადამიანი“.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტვიტერ-მომხმარებელი PZFeed Ebooks ინტერნეტ-ბოტია, რომელიც ქსელში გავრცელებული შემთხვევითი ტექსტური შეტყობინებების სათაურების გენერირებას ახდენს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ზემოთ აღნიშნულ მიკრობლოგზე ქვეყნდება, არარსებულ ინფორმაციას წარმოადგენს. ამჯერად ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაცია რეალობასთან საეჭვოდ ახლოს აღმოჩნდა.

ბლოგის გამომწერები აქტიურად ეძებენ კავშირებს გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და სხვადასხვა საიდუმლო წყაროებთან.

ტერორისტული აქტები პარიზში 13 ნოემბერს განხორციელდა. თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები