“აღმოაჩინე შენში მეცნიერი“ – მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამოფენა გაიმართა(ფოტოკოლაჟი)

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამოფენა სახელწოდებით: „აღმოაჩინე შენში მეცნიერი“ გაიმართა და ავიაშოუ მოეწყო. გამოფენა ეროვნული–სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნინო პავლიაშვილმა გახსნა. გამოფენის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ირინე დარჩიამ.

როგორც “კვირასთან“ საუბრისას „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების” პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა განაცხადა, გამოფენის ფარგლებში ახალგაზრდა ავიატორებმა თვითმფრინავების და უპილოტო საფრენი აპარატების მაკეტები წარმოადგინეს. ლელა ქართველიშვილის თქმით, გამოფენის ორგანიზატორების სურვილია, რომ გამოფენამ ტრადიციული სახე მიიღოს.

„ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების” პრეზიდენტი ამბობს, რომ აღნიშნული იდეის განხორციელების სურვილი განათლების სამინისტროს, ასევე გენშტაბისა და საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს.

“ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის და ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა ავიატორების ნამუშევრების გამოფენა და ავიაშოუ გაიმართა. ახალგაზრდა ავიატორებმა საფრენი აპარატები წარმოადგინეს. გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე 14 წლის არჩილ როსტიაშვილი იყო. გამოფენის ბოლოს ყველა მონაწილეს მადლობის სიგელები გადავეცით.
გამოფენაზე წარმოდგენილი მოდელები, რიგით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად, ასევე დაათვალიერეს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ – გელა ყიფიანმა, გენშტაბის წარმომადგენელმა სამხედრო განათლებისა და საბრძოლო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა ფარეშიშვილმა. გამოეფენას ასევე დაესწრო ახალციხელი ახალგაზრდა გამომგონებელი ირაკლი კაპანაძე, რომელმაც კარლო ხუციშვილთან ერთად უნიკალურ გამოგონება – მულტიკლიმატიზატორი შექმნა. ყველამ ვიცით, რომ მათი გამოგონებით NASA დაინტერესდა. გამოფენას ასევე ესწრებოდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სააგენტოს მიერ შარშან გამოცხადებულ კონკურსში მეორე ადგილზე გასული შალვა გიორგაძე, რომელმაც ვერტმფრენის უსაფრთხოების სისტემის მოდელი შექმნა. მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის. იმედი გვაქვს, რომ გამოფენა ტრადიციულ სახეს მიიიღებს და ახალგაზრდა ავიატორებს მათი ნამუშევრების ყოველწლიურად წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ. მოხარულები ვართ, რომ გამოფენას ასეთი დიდი დაინტერესება მოჰყვა“,- აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ლელა ქართველიშვილმა.

12233329_422325264640329_593397007_n

12231495_422325324640323_1735540053_n

12231540_422325314640324_1408712737_n

12233298_422325261306996_58034239_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები