საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების სერიას ეხმაურება.
როგორც უწყების ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა განაცხადა, მომხდარი ტერაქტების შემდეგ, საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
„პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებზე და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე“, – აცხადებს სუს -ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები