საქართველოს საელჩო საფრანგეთში ქართველებს მიმართავს – ამუშავებულია ცხელი ხაზი
სერიული ტეროტისტული აქტების შემდეგ საქართველოს საელჩო საფრანგეთში, იქ მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
“პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, ტურისტების საყურადღებოდ!
13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა.
შესაბამისად მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში.
გთხოვთ, ნუ აყვებით პანიკას.
ამუშავებულია საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689
გთხოვთ გაავრცელოთ! “, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.