ეკატერინე სირაძე-დელონე პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
არ აყვეთ პანიკას – ასე მიმართავს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
მისი ინფორმაციით, საელჩო უკვე მუშაობს განცხადებაზე, სადაც ცხელი ხაზის ნომრები იქნება მითითებული.
“მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, რომლებიც პარიზში იმყოფებით, საელჩოს განცხადებაზე ვმუშაობთ, სადაც მოგაწვდით ცხელი ხაზის ნომრებს, ამიტომ ცოტა უნდა დაგველოდოთ. ყველა ვარიანტში, დარჩით სახლებში ან სასტუმრობეში და არ აყვეთ პანიკას”, – წერს ეკატერინე სირაძე-დელონე სოციალურ ქსელში.