სასწრაფოდ: სროლა და აფეთქებების სერია პარიზში – არის მსხვერპლი (ფოტოკოლაჟი)
უცხოური მედია საფრანგეთში ცოტა ხნის წინ განხორციელებული სავარაუდო ტერაქტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 30 მდე ადამიანი – არიან დაშავებულებიც.
ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც “Stade de France”-ს სტადიონზე გერმანიასა და საფრანგეთის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფანსუა ოლანდი, ასევე საფრანგეთის და გერმანიის შს მინისტრები ესწრებოდნენ.
უფრო ადრე, პარიზში, მეათე ოლქში უცნობმა პირმა კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან ერთ-ერთი კაფის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი ციფრი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ დამნაშავეებმა 60-მდე მძევალიც აიყვანეს.
ამ წუთებში სამართალდამცველები შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
ასევე ცნობილია, რომ ამ შემთხვევებამდე ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთის პოლიციის თანამშრომლებმა სასტუმრო “Molitor XVI”-დან 250 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ანონიმური ზარი განხორციელდა და უცნობმა პირმა სასტუმროს თანამშრომლებს ნაღმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.