სოფლის მეურნეობის სამინისტროში აჭარის „აგროსერვისცენტრის“ საპილოტე პროექტის შედეგები შეაჯამეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრის“ საპილოტე პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ევროკავშირის პროექტის ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა პროექტის განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ღონისძიებაზე საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების, აგროსერვის ცენტრის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, სტივ გოსმა, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) აჭარის პროექტის მენეჯერმა, ლაშა კომახიძემ და აჭარისოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ. პრეზენტაცია აგროსერვის ცენტრის ინსტიტუციური სტრუქტურისა და საქმიანობის დეტალურ ანალიზს, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარების საკითხებს და მიღწეულ შედეგების ანალიზს მოიცავდა.

პრეზენტაციის დასასრულს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა აგროსერვის ცენტრის საპილოტე პროექტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა აჭარის „აგროსერვისცენტრის“ მსგავსი პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდეს.

სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების გუნდის ლიდერი გიორგი ნანობაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები