პირველად თბილისში 456 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 456 დევნილი ოჯახისათვის ბინების განაწილების თემაზე ბრიფინგი გამართა.

ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნდება 456 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც მიიღებენ 1,2, და 3 ოთახიან ბინებს. 4 ოთახიან ბინებზე გამოცხადებულია დამატებითი კონკურსი, ამიტომ 105 დევნილი ოჯახის სია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

456 დევნილი ოჯახის მონაცემები და შესაბამისი ქულები იტვირთება სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge). სიები ორშაბათს დილიდან გამოიკვრება ასევე ვაჟა ფშაველას N16-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები