ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 18 ათასი აბონენტისთვის ვერ ხერხდება

ამის შესახებ ენრგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია იმერეთის 5 ათას აბონენტს, შიდა ქართლის 6 ათას აბონენტს, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის 3 ათას აბონენტს, აჭარასა და გურიის 4 ათას აბონენტს არ მიეწოდება.

“12 ნოემბერს , საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებული მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ელექტრონერგია არ მიეწოდებოდა რეგიონებში მცხოვრებ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ 80 ათას აბონენტს.

აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ გვიან ღამითვე აღუდგა. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია სამეგრელოსა და რაჭაში. თუმცა ამ დრომდე ელექტოენერგიის მიწოდების აღდგენა უამინდობის მიზეზით ვერ ხერხდება 18 ათასი აბონენტისთვის. კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და თუ ამინდმა მოგვცა საშუალება დღეს გვიან ღამით სრულად იქნება აღმოფხვრილი დაზიანებები და ყველა აბონენტს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება. სრული კოორდინაციაა ენერგეტიკის სამინისტროსა და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ შორის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები