„ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ბიძინა ივანიშვილის შეფასებაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს – ამის შესახებ ოდიშარიამ “კვირას“ თავად განუცხადა.
“კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ, თუ რამე გაინტერესებთ, კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდით“,-აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა “ტელეიმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” საუბრისას მთავრობის კაბინეტი ორ კატეგორიად დაჰყო: „ძალიან კარგები“ და „კარგები“. ბიძინა ივანიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია „ძალიან კარგ მინისტრებს“ შორის არ დაასახელა.
“მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში. ის გადის იმ მინისტრებში, რომლებიც შემდგომ განვითარებას საჭიროებენ. მე დავყავი მინისტრები “ძალიან კარგად” და “კარგად”. ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად სურთ, დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ, საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ განვითარებას ბევრი საჭიროებს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები