საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა საბურთალოსა და სამგორის რაიონული გამგეობების მიერ 2014 წლის 01 მარტიდან – 2015 წლის 01 ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
საკრებულოს ცნობით, კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ 2013, 2014 და 2015 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) განხილვა შედგა. დეპუტატებმა ასევე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დაარსებიდან – 2015 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები (წინასწარი) განიხილეს და შპს „თბილისის პარკების“ – მიერ 2013, 2014 და 2015 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) თაობაზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა სარევიზიო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის 10-თვიანი შემაჯამებელი დოკუმენტი განიხილეს.