პროკურატურაში სამოხელეო დანაშაულის სუბიექტებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამოხელეო დანაშაულის სუბიექტებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა. პროკურატურის ცნობით, ტრენინგის ფარგლებში მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ: საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა. ტრენინგს პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ესწრებოდნენ.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონდებლობა და 2017 წლიდან დაგეგმილი საკანონდებლო ცვლილებები; ძირითადი განსხვავებები და ის გამოწვევები, რაც პროკურატურის წინაშე დგას სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში. ტრენინგი ინტერაქტიულ ხასითას ატარებდა.
წლის ბოლომდე, აღნიშნულ თემატიკაზე, დამატებით 3 ღონისძიებაა დაგეგმილი. პროექტის მიზანია პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს ერთგვაროვან მიდგომის ჩამოყალიბებას. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოხელის და მასთან გათანაბრებული პირის ცნებების ანალიზს. ძირითადი ყურადღება დაეთმო სისხლის სამართალში გამოყენებული ტერმინის – საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის განმარტების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები