რევაზ საყევარიშვილმა გვარამიასათვის უფლებამოსილების აღდგენის თხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დანიშნულმა რევაზ საყევარიშვილმა დღეს 17:57 საათზე, სამუშაო დღის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის და ფინანსური დირექტორის კახა დამენიასათვის უფლებამოსილების აღდგენა უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატების შუამდგომლობა. ამ შუამდგომლობით ადვოკატები მოითხოვდნენ მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საკითხის საბოლოო განხილვამდე ამ გაჩინების მოქმედების შეჩერებას.

ურთმელიძის გადაწყვეტილებით 2 დროებითი მმართველიდან ერთ-ერთს, დავით დვალს უფლებამოსილება შეუწყდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილს განჩინების ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ატვირთული განცხადებიდან ირკვევა, რომ რეესტრმა ეს დოკუმენტი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაარეგისტრიროს და თუ პასუხი დადებითი იქნება, მაშინ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას უფლებამოსილება ხვალვე აღუდგებათ.
წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები