საქართველოში 80 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება – „ენერგო პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ენრგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა უამინდობის მიზეზით რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.
„დღეს დილიდან, საქართველოს მასშტაბით მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობაა, რამაც გამოიწვია რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერეხება. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“, რომელიც საქართველოს რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას , დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 80 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კერძოდ, იმერეთსა და რაჭაში – 5 ათასი აბონენტი; სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში – 35 ათასი აბონენტი; მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლში – 12 ათასი აბონენტი; აჭარაში – 19 ათასი აბონენტი; სამეგრელოსა და გურიაში – 8 ათასი აბონენტი.
მთლიანად საქართველოში ელექტროენერგია არ მიეწოდება 80 ათას აბონენტს, რაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების 8%-ია. მიუხედავად უამინდობისა სარეაბილიაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება დღეს გვიან საღამოს აღუდგება, ხოლო თუ ამინდმა მოგვცა საშუალებ,ა ხვალისთვის სრულად იქნება აღმოფხვრილი დაზიანებები და ყველა აბონენტს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
სრული კოორდინაციაა ენერგეტიკის სამინისტროსა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შორის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. პერიოდულად მოსახლოებას მიეწოდება განახლებული ინფორმაცია.“ – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები