მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები – სტიქიამ საქართველოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა (ფოტოკოლაჟი)

ძლიერმა ქარმა და წვიმამ საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

გურიაში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დატბორა, ასევე ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კი მეწყერიც ჩამოწვა.

სტიქიამ პრობლემები შიდა ქართლშიც შექმნა. გადაუღებელმა წვიმამ გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლები დააზიანა და სარდაფები დატბორა.

შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი დღეს დილიდან გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგებს ეცნობა.

გუბერნატორი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მათგან უშუალოდ მიიღო. შიდა ქართლში წვიმა და ქარბუქი წუხელ, გვიან ღამით დაიწყო. რეგიონში უამინდობა ამ დრომდე გრძელდება.

გუშინ მომხდარმა სტიქიამ იმერეთიც დააზარალა. ვანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ყუმურმა სოფლებში: შუამთასა და მთისძირში სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწები და ადგლობრივი მცხოვრებთა საკარმიდამო ეზოები დატბორა. დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან ეცნობა. ამჟამინდელი მდგომარეობით წყლის დონემ დაიწია და სტიქიის საფრთხემაც იკლო. კახეთში, საგარეჯო- ლაგოდეხის გზაზე, სოფელ იომურღანლოსთან, ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი გადაკეტა, რის გამოც ავტომობილებით გადადგილება შეფერხებულია. ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ, რომ დღის ბოლომდე მოძრაობა აღსდგეს. გუშინდელმა სტიქიამ პრობლემები ასევე შეუქმნა ქალაქ მცხეთას. ძლიერი ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ასევე მოწყდა ხეები და რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. რაიონებთან შედარებით სტიქიამ დედაქალაქი ყველაზე ნაკლებად დააზარალა. ბელიაშვილის ქუჩაზე ქარმა ხეები მოგლიჯა. ხეების წაქცევის გამო, ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა არ შეფერხუბულა, აღნიშნულს არც მსხვერპლი მოჰყოლია.

12226779_998123846900167_1098743278_n 12231228_998123856900166_1274208629_n 12231551_998123863566832_1354950712_n 12233242_998123833566835_1916254462_n 12242067_998123843566834_315230206_n 12243782_998123840233501_1959344071_n 12248693_998123850233500_2098618246_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები