გურიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია ხორციელდება

გურიაში, სოფელ შრომაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ შრომის თემში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სოფელ შრომის შიდა გზების უმეტესობა ამორტიზებულია. მუნიციპალიტეტი რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს.

ამ ეტაპისთვის, დასრულებულია ბეტონის გზის მოწყობა ზედუბანში. რკინა-ბეტონის 110 მეტრიანი მონაკვეთი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ფარგლებში შეკეთდა. სამუშაოების ღირებულება 15 269 ლარს შეადგენს. დასრულდა მცირე ზომის ხიდის მონტაჟი ქადეიშვილების უბანში. ხიდი გასულ წელს ადიდებულმა ღელემ წაიღო და რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს მოწყვიტა.

ადგილობრივები გადაადგილებას შემოვლითი გზებით ახერხებდნენ. იქვე მოეწყო ნიაღვრის შემაკავებელი გაბიონი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ჰიდრომშენმა“ განახორციელა.

11168761_1223529610996360_4307568247117725513_n 12241614_1223529630996358_2508197366658123186_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები