ნოდარ ხადური: პრეზიდენტს მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა ჰქონდეს

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრეზიდნეტის ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ხადურმა განაცხადა, რეზიდენცია სახელმწიფო ქონებაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
„საქართველოს პრეზიდენტს მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს პირობები იმ უფლებამოვალეობებთან ადეკვატური უნდა იყოს, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები