სემეკმა მოქალაქეებს 75 842 ლარის ოდენობის თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე, ერთ-ერთ საკითხად საჩივრები განიხილა, რის შედეგადაც მოქალაქეებს 75 842 ლარის ოდენობის თანხა ჩამოეწერათ. დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი 55 საკითხიდან, 53 – მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.
მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლო დარიცხვებს, კომპანიის დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე და კომპანიის უსაფუძვლო მოთხოვნებს მრციხველების შეძენასთან დაკავშირებით. განხილული საკითხებიდან უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა.
მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 75 842 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც „ცხელ ხაზზე“: 242 01 80, ასევე ფეისბუქის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები