„ყირიმის რუსეთთან შეეერთებას აპლოდისმენტებით შევხვდი. მადლობა პუტინს“

  ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გამოეხმაურა.
“პატარა ვიყავი, როდესაც მშობლებს მე და ჩემი ძმა რობერტი დასასვენებლად იალტაში და სევასტოპოლში დავყავდით. მახსოვს სურნელოვანი ზღვის ჰაერი და ზაფხულის შეგრძნება. იალტა ჩემთვის ასოცირდება გემრიელ ნაყინთან და მომწიფებულ ხილთან. ეს საქართველოშიც საკმარისი იყო, თუმცა კომბინირებულად – ზღვაზე დასვენებასთან ერთად ეს სამჯერ გემრიელი იყო. ჩემი პირველი ხელოვნებითი მოგებაც მუსიკალურ კონკურსზე “Ялта-Москва – транзит” 1995 წელს მოვიპოვე. მას შემდეგ ქალაქი იალტა ჩემთვის თილისმა გახდა”, – განაცხადა მომღერალმა.
მისივე თქმით, ის მოუთმენლად ელოდებოდა რეფერენდუმის შედეგებს.
„როდესაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმის მიერთებას რუსეთთან, აპლოდისმენტებით შევხვდი, რადგან იზეიმა ისტორიულმა სამართლიანობამ – ეს მოხდა ყირიმელი ხალხის ნებისა და ვლადიმერ პუტინის მეშვეობით. მე ცოტა ხნის წინ დავბრუნდი სოჭიდან, სადაც ვმონაწილეობდი პარაოლიმპიურ თამაშებში და მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის პრეზიდენტის ურთიeრთობა უცხოელებთან ძალიან შეიცვალა. მათ დაიწყეს ჩვენი ქვეყნის პატივისცემა და ეს ასევე გაგრძელდება. მადლობა ჩვენს პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინს“,- განაცხადა დიანა ღურწკაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები