გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებს მადლობის სიგელები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ოთხ თანამშრომელს შეხვდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადლობის სიგელები გადასცა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები: დიმიტრი მჭედლიშვილი, ოთარ ჯავახაძე, ერეკლე ჩხიკვაძე და ირაკლი კარიჭაშვილი მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მინისტრმა სიგელები ოთხივე თანამშრომელს პირადად გადასცა.
გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ამაყობს პოლიციის მიერ ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში შეტანილი წვლილით. შეხვედრის დასასრულს მან პოლიციელებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები