ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებაზე – უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია

ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფსევდომართლმსაჯულებით – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწვყეტილებას, რომლის თანახმადაც მას უფლებამოსილება აღუდგა.
გვარამიასთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული გადაწყვეტილების საჩქაროდ მიღება, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობს.
“ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულებით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობს.
მე გეტყვით, ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში ცხადია, რომ პრობლემა ამოწურული არ არის. ამ განჩინებით დვალი განარიდეს პროცესებს. ვულოცავ, იქნება გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც არანაკლებ საფუძველი აქვს, რომ იყოს მიკერძოებული. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტის წარმომადგენელია და რამდენიმე დღით ადრე გადადგა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. დღემდე ხედავენ „იმედში“. აქ სხვა ხერხს მიმართა, ურთმელიძემ არა, ვინც ამაზე მუშაობს, იმან თქვა, რომ დვალი განვარიდოთ და მოდი, შეუჩერდეს საყევარიშვილს უფლებამოსილება, ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას არა საქმესთან, არამედ დროებით მმართველობასთან დაკავშირებით.
ვიდრე სააპელაციო სასამართლო ამ დროებითი მმართველობის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ეს არაფერს ნიშნავს. ეს განჩინება ისევ ურთმელიძესთან საჩივრდება. შეიძლება ხვალ გაასაჩივრონ. რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს, სრული სამართლებრივი დომხალია. მე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს გადაწყვეტილება არის ფიქცია და შექცევადია ხვალვე და ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება იმ ნორმების შეჩერებაზე უარის თქმა, რასაც ჩვენ ვითხოვთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები