პრემიერ-მინისტრი გერმანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ბატონი ჰელმუტ შმიდტის ოჯახსა და გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილს უგზავნის.
ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილს პრესსამსახური ავრცელებს. “ჰელმუტ შმიდტი იყო ბრწყინვალე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომლის პინციპულობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა გერმანიის უახლეს ისტორიაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ კანცლერი შმიდტი სამუდამოდ დარჩება მთელს მსოფლიოში პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და მოაზროვნეების მოგონებებში. მისი ხედვა იქნება შთაგონების წყარო კიდევ არაერთი თაობისთვის, მათთვის, ვინც საქმით ემსახურება ევროპაში ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის იდეებს”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები