მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, გვარამიას და დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველებთან დაკავშირებით დღეს ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
სააგენტო “პირWელის” ინფორმაციით, მოსამართლემ დავით დვალს დროებითი მმართველის უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება რევაზ საყევარიშვილს, თამაზ ურთმელიძემ ის კვლავ დროებით მმართველად დატოვა, თუმცა ის ამ უფლებამოსილების განხორციელებას მას შემდეგ შეძლებს, რაც სააპელაციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება “პირWელს” ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები