თეა წულუკიანს მთავარი პროკურორობის შვიდი კანდიდატი წარუდგინეს

 საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მთავარი პროკურორობის უკვე შვიდი კანდიდატი წარუდგინეს. მისი თქმით, კანდიდატები სხვადასხვა აკადემიურმა წრეებმა და საზოგადოებამ წარმოადგინეს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, რაც შეეხება სამპირიან სიას ის საჯარო, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გახდება.
“ჩვენ უკვე გვყავს შვიდი კანდიდატი, რომლებიც სხვადასხვა აკადემიურმა წრეებმა და საზოგადოებამ წარმოადგინეს ჩემ წინაშე. მე მომიწევს, რომ ამ კანდიდატებიდან სამი პირი შევარჩიო. გასაუბრებებს ჩავატარებ დღეს, ხვალ, მიმდინარე კვირაში, იმისთვის, რომ მომავალ კვირას მე შევძლო საპროკურორო საბჭოს სამპირიანი სია წარვუდგინო”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები