თბილისის მერია კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციას იწყებს

მუნიციპალური ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, თბილისის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციას გეგმავენ. პროექტირების ეტაპი უკვე დასრულდა და დღეს ტენდერი სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე გამოცხადდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტენდერის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს და თბილისელებს მაღალი ხარისხის, სრულიად დაცული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზა შესთავაზოს.
სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდება ორივე (ქვედა და ზედა) შენობა, დამონტაჟდება ახალი გონდოლებისა და საბაგირო გზის მართვის პულტის სისტემა, მთლიანად შეიცვლება გამწევი ბაგირი, ასევე, ახალი საბაგირო გზა სრულიად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
კუს ტბის საბაგირო გზა, ზაფხულის პერიოდში, მნივნელოვნად შეამცირებს მოძრაობას კუს ტბის საავტომობილო გზაზე, რაც, თავისთავად, აღნიშნულ და მიმდებარე გზებს განტვირთავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები