დიდთოვლობამ სვანეთში ავტომობილების გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა

დიდთოვლობის გამო ხაიში–უშგულის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო შეზღუდვები მოქმედებს.
როგორც “კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, წუხელ, ავტომობილებს, რომლებიც აღნიშნულ მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე გადაადგილდებოდნენ, პრობლემები შეექმნათ, თუმცა სამაშველო სამსახურის დახმარებით შეფერხება მალევე აღმოიფხვრა.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ70–კმ188 (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები